პროცესი

ფრანც კაფკა

მარაგშია

უცნაურობა და იდუმალება კაფკას როგორც ცხოვრების, ისე შემოქმედების განმსაზღვრელია. მისი უნიკალური წერის სტილი პესიმიზმითა და ლიტერატურული ფორმის ბუნდოვანებითაა ნასაზრდოები, თუმცა თანამედროვე სამყაროში შექმნილი პოლიტიკური კრიზისებისა თუ დროდადრო რეჟიმების გაჩენა გააქტიურების გათვალისწინებით, ერთგვარ წინასწარმეტყველება-მინიშნებადაც შეგვიძლია აღვიქვათ და მისი შემოქმედება ამდენადაც მნიშვნელოვანია.

„პროცესი“ ასეთი წიგნია - აბსურდის დომინირება კანონზე და ამ კანონზომიერებით გამოჩარხული ადამიანის ბედი (უბედობა). მართალია, იოზეფ კ.-ს არაფერი დაუშავებია, მაგრამ „ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა“. ჰოდა, ერთ მშვენიერ დილას ის დააპატიმრეს! მაშ, რა გამოდის, ვარაუდი სიმართლის საპირწონეა? და იმ „მშვენიერი დი- ლიდან“ იწყება კ.-ს ცხოვრებაში პროცესი, უფრო სწორად, კ.-ს ცხოვრება თავად ხდება უსასრულოდ გაწელილი პროცესი.

სამართლის მოძიების შეუძლებლობა ერთგვარი პირდაპირი მინიშნებაა ადამიანის უძლურებაზე მასზე ზემდგომი ძალებისადმი, მათ შორის იმ უმაღლესი სამსჯავროსადმი, რომელიც ადამიანის ინტერესების დასაცავად სამართლიან მართლმსაჯულებას უნდა აღასრულებდეს.

დეტალები

ავტორი:
ფრანც კაფკა
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
ISBN:
9789941380501
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
280
გამოშვების წელი:
2024

ფრანც კაფკა

ფრანც კაფკა დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს, ქალაქ პრაღაში,პრაღელი ებრაელების-ჰერმან კაფკასა (1852–1931) და იულია კაფკას (1856–1934) ოჯახში. კაფკას მამა ჩეხი ებრაელი იყო და საგალანტერეო საქონლით...