ქალი ხავერდის ყელსაბამით

ალექსანდრე დიუმა

მარაგშია

ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა მონარქია დაემხო, მეფის ტახტი გილიოტინამ დაიკავა „თავისუფლებისა“ და „ახალი წესრიგის“ მცველები ყველას მოჰკვეთენ თავს, ვისაც რეჟიმის მტრად ჩათვლიან. და თუმცა საფრანგეთმა ახალ ეპოქაში სისხლიანი და ტანჯული გზით შეაბიჯა, მისი დედაქალაქი მაინც ყველასთვის მიზიდულობის ცენტრად რჩება. ასეა ჰოფმანისთვისაც გერმანელი სტუდენტისა და მეოცნებე ხელოვანისთვის.

ჰოფმანისთვის სამყარო ერთი დიდი თეატრია, ამ თეატრის მთავარი სცენა კი სწორედ პარიზია და საოცარი, დაუჯერებელი წარმოდგენაც სწორედ ამ ქალაქში ვითარდება. რა ხდება მის თავს? რატომ ივიწყებს ერთგულების აღთქმას? ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის და რა აკავშირებს ამ ყველაფერთან ხავერდისყელსაბამიან ქალს?

ამ კითხვებზე პასუხების ძიება მკითხველს იმ ირეალურ სამყაროში ამოგზაურებს, საიდანაც თავის დაღწევა ჰოფმანივით ხან მოუნდება და ხან არა; ნაწარმოები როგორც რაღაც ზებუნებრივი მოვლენა თქვენც ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია იდუმალებამ, და გამოგზაურებთ ირეალურ სამყაროში.

დეტალები

ავტორი:
ალექსანდრე დიუმა
მთარგმნელი:
ეკატერინე სუმბათაშვილი
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
ISBN:
9789941359132
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
248
გამოშვების წელი:
2024

ალექსანდრე დიუმა

ალექსანდრ დიუმა (მამა) (ფრანგ. Alexandre Dumas, père [a.lɛk.sɑ̃dʁ dy.ma]; დ. 24 ივლისი, 1802, ვილიე-კოტრე — გ. 5 დეკემბერი, 1870, პიუი) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და...