{"product_id":"qali-khaverdis-yelsabamit","title":"ქალი ხავერდის ყელსაბამით","description":"\u003cp\u003eნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა მონარქია დაემხო, მეფის ტახტი გილიოტინამ დაიკავა „თავისუფლებისა“ და „ახალი წესრიგის“ მცველები ყველას მოჰკვეთენ თავს, ვისაც რეჟიმის მტრად ჩათვლიან. და თუმცა საფრანგეთმა ახალ ეპოქაში სისხლიანი და ტანჯული გზით შეაბიჯა, მისი დედაქალაქი მაინც ყველასთვის მიზიდულობის ცენტრად რჩება. ასეა ჰოფმანისთვისაც გერმანელი სტუდენტისა და მეოცნებე ხელოვანისთვის.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eჰოფმანისთვის სამყარო ერთი დიდი თეატრია, ამ თეატრის მთავარი სცენა კი სწორედ პარიზია და საოცარი, დაუჯერებელი წარმოდგენაც სწორედ ამ ქალაქში ვითარდება. რა ხდება მის თავს? რატომ ივიწყებს ერთგულების აღთქმას? ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის და რა აკავშირებს ამ ყველაფერთან ხავერდისყელსაბამიან ქალს?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ კითხვებზე პასუხების ძიება მკითხველს იმ ირეალურ სამყაროში ამოგზაურებს, საიდანაც თავის დაღწევა ჰოფმანივით ხან მოუნდება და ხან არა; ნაწარმოები როგორც რაღაც ზებუნებრივი მოვლენა თქვენც ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია იდუმალებამ, და გამოგზაურებთ ირეალურ სამყაროში.\u003c\/p\u003e","brand":"ალექსანდრე დიუმა","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809792442621,"sku":"PL-5672","price":22.04,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/15-wigni---ane-franki---ukana-saxli---foilis-efeqti_3461fafcb57b767452f642bd689dc1e0.png?v=1793830710","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/qali-khaverdis-yelsabamit","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}