ქორწილამდე წასაკითხი

ტატო მოდებაძე

მარაგშია

ტატო მოდებაძის „ქორწილამდე წასაკითხი“ მოთხრობების სადებიუტო კრებულია. ამ იუმორითა და ირონიით გაჯერებულ ტექსტებში ყოველდღიურობა უცნაურ თავგადასავლებად გადაიქცევა. ნაცნობი ქართული ხასიათები მკითხველს სრულიად მოულოდნელი კუთხით დაანახებენ რეალობას.

საკუთარ თავში დაეჭვებული, სიმართლის და სიყვარულის მაძიებელი, უიმედობასთან ირონიით მებრძოლი პერსონაჟები ყოვლად ჩვეულებრივ და ყოვლად უჩვეულო ადგილებსა და გარე მოებებში ერთდროულად ამოყოფენ თავს: რეპროდუქციული კლინიკა, თეატრის დარბაზი, ლუდის ბარი, სუმოს მოყვარულთა საზოგადოება, დღევანდელობიდან გადახატული ბიუროკრატიული კაბინეტები, აბსურდული პრეისტორიული წარსული და უამრავი სხვა ავტორისთვის ის სათამაშო მოედანია, სადაც მისი მოთამაშე-პერსონაჟები დაუღალავად გაურბიან საკუთარ თავსა და პრობლემებს, ან პირიქით - ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის პოვნას ცდილობენ.

დეტალები

ავტორი:
ტატო მოდებაძე
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
გახდი ბესტსელერის ავტორი
ISBN:
9789941382352
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
248
წიგნის ფორმატი:
130x197
გამოშვების წელი:
2025

ტატო მოდებაძე

მე რომ დავიბადე, ორ დღეში ბრეჟნევი მომკვდარა, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემი მიზეზით მოხდა. 90-იანების ბავშვი ვიყავი, მაგრამ არ მიძველბიჭია, ძნელი იყო და...