{"product_id":"qortsilamde-tsasakitkhi","title":"ქორწილამდე წასაკითხი","description":"\u003cp\u003eტატო მოდებაძის „ქორწილამდე წასაკითხი“ მოთხრობების სადებიუტო კრებულია. ამ იუმორითა და ირონიით გაჯერებულ ტექსტებში ყოველდღიურობა უცნაურ თავგადასავლებად გადაიქცევა. ნაცნობი ქართული ხასიათები მკითხველს სრულიად მოულოდნელი კუთხით დაანახებენ რეალობას.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსაკუთარ თავში დაეჭვებული, სიმართლის და სიყვარულის მაძიებელი, უიმედობასთან ირონიით მებრძოლი პერსონაჟები ყოვლად ჩვეულებრივ და ყოვლად უჩვეულო ადგილებსა და გარე მოებებში ერთდროულად ამოყოფენ თავს: რეპროდუქციული კლინიკა, თეატრის დარბაზი, ლუდის ბარი, სუმოს მოყვარულთა საზოგადოება, დღევანდელობიდან გადახატული ბიუროკრატიული კაბინეტები, აბსურდული პრეისტორიული წარსული და უამრავი სხვა ავტორისთვის ის სათამაშო მოედანია, სადაც მისი მოთამაშე-პერსონაჟები დაუღალავად გაურბიან საკუთარ თავსა და პრობლემებს, ან პირიქით - ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის პოვნას ცდილობენ.\u003c\/p\u003e","brand":"ტატო მოდებაძე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809768620285,"sku":"PL-6209","price":19.44,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_A5_E1_83_9D_E1_83_A0_E1_83_AC_E1_83_98_E1_83_9A_E1_83_90_E1_83_9B_E1_83_93_E1_83_94_114a551f6c21e1a3d086b24043d69c83.jpg?v=1793830338","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/qortsilamde-tsasakitkhi","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}