რებეკა
მალე
მენდერლი - დიდებული ინგლისური მამული, სადაც წარსული არასოდეს კვდება, ახალგაზრდა, გამოუცდელ პატარძალს პირველივე დღიდან შიშით ავსებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი მაქსიმ დე უინტერის კანონიერი ცოლი ხდება, სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულში, მსახურთა ჩურჩულსა თუ ზღვის ხმაურში, კვლავ სახლის პირველი დიასახლისის, მომხიბვლელი და ამოუცნობი რებეკას აჩრდილი ტრიალებს.
“რებეკა” არის ამბავი სიყვარულზე, ტყუილებსა და აკვიატებაზე, რომელიც მკითხველს პირველივე გვერდიდან აჯადოებს და აიძულებს, პერსონაჟებთან ერთად იფიქროს მენდერლის ბნელ საიდუმლოზე.
დაფნა დიუ მორიეს 1938 წელს დაწერილი „რებეკა“ გოტიკური ლიტერატურის ერთ−ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც მწერლებსა და რეჟისორებს დღემდე შთააგონებს.
დეტალები
- ავტორი:
- დაფნა დიუ მორიე
- მთარგმნელი:
- ნათია ჩუბინიძე
- ჟანრი:
- მხატვრული ლიტერატურა
- ISBN:
- 9789941388385
- წიგნის ენა:
- ქართული
- ყდის ტიპი:
- რბილი
- გვერდები:
- 408
- წიგნის ფორმატი:
- 15/23სმ
- გამოშვების წელი:
- 2026
რებეკა
33 ₾
შეკვეთა