როგორ გავხდი ის ვინც ვარ
მარაგშია
ბავშვობაში უბრალო მისწრაფებები მქონდაო. ყველაზე მეტად ძაღლი უნდოდა; კიდევ — ორსართულიანი სახლი შიდა კიბით... სახლი, რომელშიც მხოლოდ ერთი ოჯახი — მისი ოჯახი იცხოვრებდა; კიდევ უნდოდა, მამას ოთხკარიანი ფურგონი ჰყოლოდა ორკარა ”ბიუკის“ ნაცვლად; ჯერ კიდევ ”კიკინებიანი“ გოგონა იყო, როცა დამაჯერებლად ამბობდა, რომ გავიზრდები, პედიატრი გამოვალო. უფროს ძმას კი მუდმივად უჩიჩინებდა, რადაც უნდა დაგიჯდეს, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოო; წერს, ამბიციური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვუმიზნებდიო. სამიზნეები კი ”კიკინებთან“ გამომშვიდობების კვალდაკვალ გამოიკვეთა და გოგონამ უკვე მკვეთრად პრაგმატულად დაალაგა, დახვეწა და განახორციელა სამომავლო გეგმები, და ერთ დღესაც ზესახელმწიფოს — ამერიკის შეერთებული შტატების — პირველი ლედი გახდა. ”ამ სტატუსმა ისეთი გასაქანი მომცა, რომლის მსგავსს ვერც წარმოვიდგენდი; უამრავი გამოწვევის წინაშე დამაყენა და ქედის მოხრა მასწავლა, ზეცაშიც ამაფრინა და მიწაზეც დამანარცხა“, — ამბობს მიშელ ობამა, რომელმაც პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები (ადამიანებიც), მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულე-ბების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გაიხსენა, კარგად გააანალიზა და... დაწერა ”როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“.
დეტალები
- ავტორი:
- მიშელ ობამა
- ჟანრი:
- ბიზნესი
- სერია:
- ლურჯი ოკეანე
- ISBN:
- 9789941327131
- წიგნის ენა:
- ქართული
- ყდის ტიპი:
- რბილი
- გვერდები:
- 444
- წიგნის ფორმატი:
- 15.5X23.5
- გამოშვების წელი:
- 2021