{"product_id":"rogor-gavkhdi-is-vints-var","title":"როგორ გავხდი ის ვინც ვარ","description":"\u003cp\u003eბავშვობაში უბრალო მისწრაფებები მქონდაო. ყველაზე მეტად ძაღლი უნდოდა; კიდევ — ორსართულიანი სახლი შიდა კიბით... სახლი, რომელშიც მხოლოდ ერთი ოჯახი — მისი ოჯახი იცხოვრებდა; კიდევ უნდოდა, მამას ოთხკარიანი ფურგონი ჰყოლოდა ორკარა ”ბიუკის“ ნაცვლად; ჯერ კიდევ ”კიკინებიანი“ გოგონა იყო, როცა დამაჯერებლად ამბობდა, რომ გავიზრდები, პედიატრი გამოვალო. უფროს ძმას კი მუდმივად უჩიჩინებდა, რადაც უნდა დაგიჯდეს, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოო; წერს, ამბიციური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვუმიზნებდიო. სამიზნეები კი ”კიკინებთან“ გამომშვიდობების კვალდაკვალ გამოიკვეთა და გოგონამ უკვე მკვეთრად პრაგმატულად დაალაგა, დახვეწა და განახორციელა სამომავლო გეგმები, და ერთ დღესაც ზესახელმწიფოს — ამერიკის შეერთებული შტატების — პირველი ლედი გახდა. ”ამ სტატუსმა ისეთი გასაქანი მომცა, რომლის მსგავსს ვერც წარმოვიდგენდი; უამრავი გამოწვევის წინაშე დამაყენა და ქედის მოხრა მასწავლა, ზეცაშიც ამაფრინა და მიწაზეც დამანარცხა“, — ამბობს მიშელ ობამა, რომელმაც პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები (ადამიანებიც), მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულე-ბების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გაიხსენა, კარგად გააანალიზა და... დაწერა ”როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“.\u003c\/p\u003e","brand":"მიშელ ობამა","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809834025213,"sku":"PL-3527","price":32.44,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/yuhc3BAkNYTMivA0MHCneUUkwBHgaNmX7sVYNMtQ.png?v=1793831286","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/rogor-gavkhdi-is-vints-var","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}