რომანი GE ... ანუ ჟამი კლასტერობისა

ალექსანდრე ელოშვილი

მარაგშია

მიუხედავად იმისა, რომ სანდრო ელოშვილის რომანში „რომანი.GE“

მოქმედება კორონავირუსის დროს ვითარდება, ნაწარმოები საერთოდ არ ეხება პანდემიის თემას და ოდნავადაც არ უღრმავდება მას. ჩვენ აქ ვერ ვიპოვით ყოველდღიურ დამთრგუნველ სტატისტიკას, ექიმების რჩევა დარიგებებსა და მოსახლეობის ვაივიშს. რაც არის რომანში და თანაც – დიდი დოზით, ეს არის ნატიფი და გემრიელი იუმორი. რომან თარხნიშვილის გეგმაში არ შედის სამყაროს შეცვლა. ის სამყაროს არც უღრმავდება, ის დამკვირვებელი უფროა და ადამიანთა შემხედველი სიცილს ძლივს იკავებს.

რომანის კითხვისას არ გვტოვებს განცდა, რომ ეს სადღაც უკვე გვინახავს, ყველაფერი განგვიცდია და ვგრძნობთ კვეთას წარსულის ღირებულ ნიმუშთან. სანამ ბოლომდე გავშიფრავთ, თუ რასთან გვაქვს საქმე, ავტორი თავადვე იხსენებს გენიალური ფედერიკო ფელინის „ამარკორდს“. და მართლაც, ეს ამარკორდისეული ესთეტიკაა. ეს ქართული სანათესავო ხომ მართლაც იტალიური ეზოსავითაა. აი, რას ამბობს რომან თარხნიშვილის დედა „ამარკორდზე“: „…თითქოს მთელი ფილმი ზღაპარია, იმდენად აბსურდულია ყველაფერი, რაც ხდება, და ამ დროს საოცრად რეალური… ჩემი საყვარელი ფილმია, იმდენად მიყვარს, იმდენად მიყვარს, რომ მგონი ამ ფილმში გადავცხოვრდით… სხვანაირად არ შეიძლება ასეთი რამეები ხდებოდეს…

დეტალები

ავტორი:
ალექსანდრე ელოშვილი
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
გახდი ბესტსელერის ავტორი
ISBN:
9789941382376
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
304
წიგნის ფორმატი:
130x197
გამოშვების წელი:
2025

ალექსანდრე ელოშვილი

ალექსანდრე ელოშვილი - თეატრის რეჟისორი, სცენარისტი, ქოფირაითერი, მწერალი, ბლოგერი და ინფლუენსერი, განათლებით თეატრის რეჟისორია, სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიში (დრამის რეჟისურის...