{"product_id":"romani-ge-anu-zhami-klasterobisa","title":"რომანი GE ... ანუ ჟამი კლასტერობისა","description":"\u003cp\u003eმიუხედავად იმისა, რომ სანდრო ელოშვილის რომანში „რომანი.GE“\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმოქმედება კორონავირუსის დროს ვითარდება, ნაწარმოები საერთოდ არ ეხება პანდემიის თემას და ოდნავადაც არ უღრმავდება მას. ჩვენ აქ ვერ ვიპოვით ყოველდღიურ დამთრგუნველ სტატისტიკას, ექიმების რჩევა დარიგებებსა და მოსახლეობის ვაივიშს. რაც არის რომანში და თანაც – დიდი დოზით, ეს არის ნატიფი და გემრიელი იუმორი. რომან თარხნიშვილის გეგმაში არ შედის სამყაროს შეცვლა. ის სამყაროს არც უღრმავდება, ის დამკვირვებელი უფროა და ადამიანთა შემხედველი სიცილს ძლივს იკავებს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eრომანის კითხვისას არ გვტოვებს განცდა, რომ ეს სადღაც უკვე გვინახავს, ყველაფერი განგვიცდია და ვგრძნობთ კვეთას წარსულის ღირებულ ნიმუშთან. სანამ ბოლომდე გავშიფრავთ, თუ რასთან გვაქვს საქმე, ავტორი თავადვე იხსენებს გენიალური ფედერიკო ფელინის „ამარკორდს“. და მართლაც, ეს ამარკორდისეული ესთეტიკაა. ეს ქართული სანათესავო ხომ მართლაც იტალიური ეზოსავითაა. აი, რას ამბობს რომან თარხნიშვილის დედა „ამარკორდზე“: „…თითქოს მთელი ფილმი ზღაპარია, იმდენად აბსურდულია ყველაფერი, რაც ხდება, და ამ დროს საოცრად რეალური… ჩემი საყვარელი ფილმია, იმდენად მიყვარს, იმდენად მიყვარს, რომ მგონი ამ ფილმში გადავცხოვრდით… სხვანაირად არ შეიძლება ასეთი რამეები ხდებოდეს…\u003c\/p\u003e","brand":"ალექსანდრე ელოშვილი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809768587517,"sku":"PL-6210","price":19.44,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_A0_E1_83_9D_E1_83_9B_E1_83_90_E1_83_9C_E1_83_98_caacda6397dd7f98a4d9d7318eee616d.jpg?v=1793830337","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/romani-ge-anu-zhami-klasterobisa","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}