რომელი ხარ სარდაფსა შინა

ლუკა ბაქანიძე

მარაგშია

ლუკა ბაქანიძე გამორჩეული ხმაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. "რომელი ხარ სარდაფსა შინა" მისი მეორე პროზაული კრებულია. ბაქანიძე დეტალების ავტორის - ის იმას ხედავს, რაც რიგითი თვალისთვის შეუმჩნეველია; ის იმიტომ გიყვება, რომ უხილავი დაგანახოს. თან ამას სიყვარულით აკეთებს.. აქ გრძნობ იასამნის სურნელს, რომელიც სახლს გაგონებს, აქ ისევ სულს გიხუთავს პანდემიის შეზღუდვები, რომელიც თითქოს დაივიწყე. აქ შენც ისე ესაუბრები ძაღლებს, თითქოს მათ მაგივრად ადამიანი გისმენდეს . აქ შენც ხვდები ბავშვობის მეგობრებს, თავად ბავშვებს, ბავშვივით გულწრფელ კაცებს და, რა თქმა უნდა, მეთევზეებს, მეთევზეებს,მეთევზეებს — ბავშვებს, ზრდასრულებს, მოხუცებს... არ ვიცი, როგორია მეთევზისთვის საუკეთესო ამინდი, მაგრამ ვიცი, როგორი ამინდია ბაქანიძის ტექსტებში — სევდის, სიყვარულის, პაწია დეტალების — საუკეთესო ამინდი სიცოცხლის შესაგრძნობად. თამთა მელაშვილი

დეტალები

ავტორი:
ლუკა ბაქანიძე
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
იკითხე ქართული XXI
ISBN:
9789941355059
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
188
წიგნის ფორმატი:
13/19,5
გამოშვების წელი:
2022

ლუკა ბაქანიძე

ლუკა ბაქანიძე (დ. 1982) — ქართველი მწერალი და პოეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოში, პრესაში. 2005 წლიდან ლიტერატურულ პერიოდიკაში...