{"product_id":"sanam-yava-gatsivdeba","title":"სანამ ყავა გაცივდება","description":"\u003cp\u003eმწერლებს ყოველ ეპოქაში ხელახლა უღვივდებათ ინტერესი ისეთი საკამათო და გადაუჭრელი საკითხის მიმართ, როგორიცაა დროში მოგზაურობის შესაძლებლობა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eთანამედროვე იაპონელი დრამატურგი, ტოშიკაძუ კავაგუჩი (1971), დროთა კავშირის თემის ვარიაციას გვთავაზობს 2016 წელს იაპონურ ენაზე გამოცემულ სადებიუტო რომანში „სანამ ყავა გაცივდება“.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eრომანი, ერთი შეხედვით, მარტივი და კონკრეტული შეკითხვით იწყე ბა, რომელიც მის ეპიგრაფს წარმოადგენს და ერთგვარად აგვირგვინებს დროში მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეკითხვათა ჯაჭვს – ვისთან შეხვედრას ისურვებდა ადამიანი, რაიმე ზებუნებრივი გზით რომ შეეძლოს წარსულში ან მომავალში მოხვედრა?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ კითხვაზე პასუხს იმ თავგადასავლებსა და ისტორიაში იპოვით, რომელთაც კავაგუჩი ქმნის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი განსხვავებული ასაკისა და პროფესიის სახასიათო პერსონაჟების მეტისმეტად ადამიანური განცდების შესახებ თხრობით.\u003c\/p\u003e","brand":"ტოშიკაძუ კავაგუჩი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809765146877,"sku":"PL-6336","price":22.09,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/sanam-yava-gacivdeba-cover-1_691181160f68ebfadd0fd8ca2ddf5071.jpg?v=1793830239","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/sanam-yava-gatsivdeba","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}