საქართველოს ისტორია- ტომი III

მალე

საქართველოს ისტორიის მესამე ტომი XIII–XVIII საუკუნეების მოვლენებს მოიცავს და მოგვითხრობს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ბრძოლაზე დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. წიგნში განხილულია მონღოლთა და თემურლენგის შემოსევები, ოსმალეთისა და ირანის გაძლიერება, საქართველოს პოლიტიკური დაშლა და გაერთიანების მცდელობები, ასევე ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან.

ნაშრომი წარმოაჩენს ქართველი მეფეებისა და ხალხის ბრძოლას დამპყრობელთა წინააღმდეგ, ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებას რთულ ისტორიულ ვითარებაში და იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებმაც საქართველოს შემდგომი ბედი განსაზღვრა. წიგნი მკითხველს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და გარდამტეხი პერიოდის გაცნობას სთავაზობს.

დეტალები

ჟანრი:
ისტორია
ISBN:
9789941388102
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
504
წიგნის ფორმატი:
16.5 X 24
გამოშვების წელი:
2026