სასაკლაო 5

კურტ ვონეგუტი

მარაგშია

„სასაკლაო 5 ანუ ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა“ მეორე მსოფლიო ომზე დაწერილ საუკეთესო წიგნებს შორისაა.

რომანი, გარკვეულწილად, ავტობიოგრაფიულია. ომში მოხალისედ წასული კურტ ვონეგუტი არდენის სპეცოპერაციისას დაატყვევეს და ჯერ ბერლინში, ხოლო მოგვიანებით, დრეზდენის შრომით ბანაკში გადაიყვანეს, რომელიც ყოფილი ცხოველთა სასაკლაოს ტერიტო- რიაზე იყო. სწორედ სასაკლაოს სარდაფის წყალობით გადაურჩა ვონეგუტი სიკვდილს, როცა 1945 წლის თებერვალში მოკავშირეებმა დრეზდენი მიწასთან გაასწორეს.

მთავარი პერსონაჟი ბილი პილგრიმი მთელი რომანის განმავლობაში დროში მოგზაურობს აქ ერთმანეთშია გადაწნული მისი ბავშვობის დროინდელი ამბები, ომი, ტყვეობა, დრეზდენის დაბომბვა, ომისშემდგომი ცხოვრება და პლანეტა ტრალფამადორი, სადაც ის მფრინავი თეფშით გადაიყვანეს და იქაურ ზოოპარკში გამოამწყვდიეს. ამბებიც ისეთივე დინამიკური და კონტრასტულია, როგორიც თხრობის სტილი, რომელსაც თვითონ მწერალი „ტელეგრაფიულ-შიზოფრენიულს“ უწოდებს და სადაც ერთმანეთს ენაცვლება უკიდურესად ტრაგიკული დაუჯერებელი, გროტესკული და კომიკური პასაჟები.

დეტალები

ავტორი:
კურტ ვონეგუტი
მთარგმნელი:
ქეთი ქანთარია
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
ISBN:
9789941383120
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
234
გამოშვების წელი:
2024

კურტ ვონეგუტი

ამერიკელი მწერალი კურტ ვონეგუტი დაიბადა 1922 წელს ინდიანაპოლისში. ვონეგუტი მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა. ომის დამთავრების შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტში ანთროპოლოგიას სწავლობდა, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია....