შემოდგომის სიცივეები
მარაგშია
აგათა კრისტის, დეტექტიური ჟანრის აღიარებულ მწერალს, შესანიშნავად იცნობს ჩვენ მკითხველი. მის წიგნებს ყველა ასაკის დეტექტივების მოყვარული კითხულობს, ასეთი პოპულარობის საიდუმლო კი მის სამწერლო ოსტატობაშია.
დეტექტიური პროზის დედოფალმა ლიტერატურული მოღვაწეობის 50-ზე მეტი წლის განმავლობაში სამოცზე მეტი დეტექტივი, უამრავი მოთხრობა და რამდენიმე პიესა დაწერა.
მისი მოთხრობები, რომანებისგან განსხვავებით, არც ისე ცნობილი იყო და იშვიათადაც ითარგმნებოდა, თუმცა ავტორის დიდ ნაწარმოებებს არც ერთი არ ჩამოუვარდება არც სიუჟეტის სიმძაფრით და არც მაძებრების გამჭრიახობით. ამ კრებულში გამოქვეყნებული მოთხრობები სწორედ ამის დასტურია. თქვენ კვლავ შეხვდებით შეუდარებელ ერკიულ პუაროს, გონიერ მის მარპლს, უშიშარ ტომისა და ტაპენსს თუ დინჯ ჯენტლმენ სატერთუეითს.
დეტალები
- ავტორი:
- აგათა კრისტი
- მთარგმნელი:
- პაატა ჩხეიძე
- ჟანრი:
- დეტექტივი
- სერია:
- დეტექტივი
- ISBN:
- 9789941382482
- წიგნის ენა:
- ქართული
- ყდის ტიპი:
- რბილი
- გვერდები:
- 312
- წიგნის ფორმატი:
- 14x21
- გამოშვების წელი:
- 2025
შემოდგომის სიცივეები
21 ₾
შეკვეთა