შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება
მარაგშია
"უკვე დიდი ხანია, რაც შერლოკ ჰოლმსი მთელ მსოფლიოში მკითხველთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. არაერთხელ გამოიცა ართურ კონან დოილის რომანები და მოთხრობების კრებულები, რომლებშიც ლეგენდარული დეტექტივი რთული საქმეების გახსნას ჩვეული ოსტატობით ახერხებს. თუმცა ის, რაც ამ გამოცემას გამოარჩევს, მისი „კანონიკურობაა“ — ართურ კონან დოილის ხუთტომეული აერთიანებს ყველა იმ ორიგინალ ტექსტს, რომლებიც მან შერლოკ ჰოლმსის შესახებ დაწერა. 4 რომანი და ქრონოლოგიურად დალაგებული 56 მოთხრობა ხუთ წიგნად გამოიცემა და განსაკუთრებული შენაძენი იქნება დეტექტიური ლიტერატურის მოყვარულებისთვის.
პირველ ტომში წაიკითხავთ რომანს „ალისფერი კვალი“ და მოთხრობებს კრებულიდან „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“; მეორე ტომში — „ოთხთა ნიშანსა“ და „შერლოკ ჰოლმსის მოგონებებს“, რომელშიც 11 მოთხრობა შედის; მესამე ტომში დაგხვდებათ 13 მოთხრობისგან შემდგარი „შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება“, ხოლო მეოთხე ტომი „ბასკერვილების ძაღლსა“ და მოთხრობების კრებულს, „გამოსათხოვარ თავის დაკვრას“, დაეთმობა; მეხუთე ტომში კი „შიშის ველთან“ ერთად გაეცნობით იმ მოთხრობების ახალ თარგმანებს, რომლებიც თავმოყრილი იყო ართურ კონან დოილის ბოლო კრებულში „შერლოკ ჰოლმსის საქმეთა არქივი“.
"
დეტალები
- ავტორი:
- ართურ კონან დოილი
- მთარგმნელი:
- ელგუჯა მაღრაძე
- ჟანრი:
- დეტექტივი
- სერია:
- დეტექტივი
- ISBN:
- 9789941381959
- წიგნის ენა:
- ქართული
- ყდის ტიპი:
- მაგარი
- გვერდები:
- 392
- წიგნის ფორმატი:
- 14x21
- გამოშვების წელი:
- 2025