{"product_id":"shurisdziebas-atsvia-prada","title":"შურისძიებას აცვია პრადა","description":"\u003cp\u003e„შურისძიებას აცვია პრადა“ ლორენ ვაისბერგერის საკულტო ბესტსელერის, „ეშმაკს აცვია პრადას“, გაგრძელებაა და მკითხველს ათი წლის შემდეგ კვლავ აბრუნებს მოდისა და ნიუ-იორკის ელიტური საზოგადოების კულისებში.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eენდი საქსი, ახლა უკვე წარმატებული რედაქტორი და გამომცემელი, ემილი ჩარლტონთან — მირანდა პრისტლის ყოფილ ასისტენტთან ერთად აარსებს პრესტიჟულ საქორწინო ჟურნალ „პლანჟს“ , რომელმაც ადგილი დაიმკვიდრა მაღალ საზოგადოებაში. თუმცა, გარეგნული წარმატების მიღმა, მათი ცხოვრება სავსეა კონკურენციითა და დაუფარავი დაძაბულობით.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eენდისა და ემილის მეგობრობა გამოცდის წინაშე დგება¬ — კარიერული ამბიციები და პირადი არჩევანი ნელ-ნელა ბზარს აჩენს მათ ურთიერთობაში. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს მირანდა პრისტლის დაბრუნება, ქალის, რომლის გავლენაც კვლავ განსაზღვრავს პერსონაჟთა ბედს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eირონიული და სატირული ტონით დაწერილი რომანი მწვავედ და გონივრულად ასახავს ძალაუფლების მექანიზმებს, წარმატების ნამდვილ ფასს და შურისძიების მაცდურ, მაგრამ სახიფათო ბუნებას.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e\"\u003c\/p\u003e","brand":"ლორენ ვაისბერგერი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809765179645,"sku":"PL-2501","price":22.04,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/shurisZiebas-acvia-prada-reprint-2025-1_36100ccbb3b6f974a9e3e4c9eb4a198b.jpg?v=1793830241","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/shurisdziebas-atsvia-prada","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}