{"product_id":"sikvdilis-dros-yvela-martoa","title":"სიკვდილის დროს ყველა მარტოა","description":"\u003cp\u003e\"გასული საუკუნის 40-იანი წლები, ფაშიზმის ზეობის ხანა. ნაცისტები ზედიზედ იპყრობენ ევროპას, უკვე პარიზშიც შევიდნენ და გერმანელები ზეიმობენ — მათი ფიურერი უძლეველია, ის დღენიადაგ თავის ხალხზე ფიქრობს, იმ დღეზე ოცნებობს, როცა არიელები მსოფლიოზე გაბატონდებიან. ჯერი ახლა ინგლისზეა და მასაც მოუვლის.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eაი, ასეთ დროს ერთი უბრალო მუშის ჩუმი ამბოხი მოსვენებას დაუკარგავს მესამე რაიხის დიდჩინოსნებს. ვინ არის ეს თავხედი, რომ დადის და აღმაშფოთებელი მოწოდებებით აჭრელებულ ღია ბარათებს ავრცელებს?! შეშლილია თუ მავნებელი?!\u003c\/p\u003e\u003cp\u003eოტო კვანგელმა ერთადერთი ვაჟი დაკარგა ნაცისტების წამოწყებულ ამ სასტიკ ომში და ცოლთან ერთად ომი გამოუცხადა ნაციზმს, მაგრამ მის თანამემამულეებს დახშული აქვთ ყური და დაბრმავებული აქვთ თვალები... ჯერჯერობით.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eჰანს ფალადას კვანგელების ისტორია არ გამოუგონებია — ის ღია ბარათები გესტაპოს არქივშია შემონახული.\"\u003c\/p\u003e","brand":"ჰანს ფალადა","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809765638397,"sku":"PL-6319","price":23.4,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/OMEBSA-DA-ADAMIANEBZE---sikvdilis-dros-yvela-martoa_fb3acbc2bf628cf4b47fb79c21c59eab.jpg?v=1793830255","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/sikvdilis-dros-yvela-martoa","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}