სიკვდილის გაუქმება

გიორგი კეკელიძე

მარაგშია

"ცნობილ ექიმს კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ. პირველი შოკის შემდეგ, პაციენტად ქცეული ექიმი იწყებს ბრძოლას და ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. საავადმყოფოს ოთახებში, ქიმიოთერაპიის უსასრულო წუთებში, საკუთარ მოგონებებსა და სხეულთან გაუცხოებისას, ის ქმნის ახალ რეალობას, სადაც სიკვდილი აღარ არსებობს. კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა სიკვდილის კონცეფციის წინააღმდეგ ბრძოლად იქცევა.

რას მიაღწევს ამ ბრძოლით ექიმი, მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს. სწორედ მკითხველს რჩება ეს თავსატეხი – ნამდვილია სიკვდილი თუ მხოლოდ ამბავია, რომელსაც ადამიანი თხზავს?

„სიკვდილის გაუქმება“ გიორგი კეკელიძის რომანია, რომელიც ასახავს ცნობილი ქართველი ექიმ-რეპროდუქტოლოგის, არსენ გვენეტაძის ბრძოლას და გამარჯვებას კიბოზე. ნაწარმოები ნასაზრდოებია ასევე არაერთი სხვა ონკოპაციენტის გამოცდილებით."

დეტალები

ავტორი:
გიორგი კეკელიძე
ჟანრი:
ქართველი თანამედროვე ავტორები
სერია:
იკითხე ქართული XXI
ISBN:
9789941381577
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
128
წიგნის ფორმატი:
125/175
გამოშვების წელი:
2025

გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე (დ. 10 აპრილი, 1984, ოზურგეთი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან დღემდე). წიგნის...