სტელა

ნუკა გაგუა

მალე

გაიცანით სტელა და იმოგზაურეთ მასთან ერთად რომის მზიან, ვიწრო ქუჩებში, ვარსკვლავთშორის სამყაროსა და ბავშვობის უდარდელ მოგონებებში.

სტელა ჩვეულებრივი გოგონა არ გეგონოთ: ის ერთდროულად ადამიანიცაა და კაშკაშა ვარსკვლავიც. ყვითელი მოტოციკლეტით დაქრის რომის ქუჩებში, ეხუტება შენობებს, მუშაობს საკონდიტროში და ამზადებს ჯადოსნურ, ვარსკვლავებისმტვრიან ტირამისუს, რომელიც ადამიანებს სიხარულით ავსებს. სტელას მეგობრებიც უცნაური, თბილი და ზღაპრული ჰყავს: ცირკიდან გამოპარული სპილუკა, ბიჭუნა ლუკა, რომელიც სამყაროს მხოლოდ მწვანედ ხედავს და თევზებთან მეგობრობს, და ბავშვობიდან განუყრელი სებასტიანი…

„სტელა“ არის ამბავი სიყვარულზე, სიკეთეზე, მადლიერებასა და იმ უბრალო ბედნიერებაზე, რომელსაც ყოველდღიურ წვრილმანებში, ღიმილსა და სხვისთვის გაწვდილ ხელში ვპოულობთ. წიგნი როგორც პატარებს, ისე დიდებს შეახსენებს, რომ ოცნებები აუცილებლად ახდება და რომ ცხოვრება ყველაზე ლამაზი ზღაპარია.

დეტალები

ავტორი:
ნუკა გაგუა
ჟანრი:
საბავშვო ამბები
ISBN:
9789941388514
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
56
წიგნის ფორმატი:
20.5/22სმ
გამოშვების წელი:
2026

ნუკა გაგუა

ნუკა გაგუა — ქართველი მწერალი და კარიერული დიპლომატი. იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2010 წლიდან მუშაობს, ამჟამად კი იტალიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველია. წერას ბავშვობიდან მისდევს...