{"product_id":"stela","title":"სტელა","description":"\u003cp\u003eგაიცანით სტელა და იმოგზაურეთ მასთან ერთად რომის მზიან, ვიწრო ქუჩებში, ვარსკვლავთშორის სამყაროსა და ბავშვობის უდარდელ მოგონებებში.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსტელა ჩვეულებრივი გოგონა არ გეგონოთ: ის ერთდროულად ადამიანიცაა და კაშკაშა ვარსკვლავიც. ყვითელი მოტოციკლეტით დაქრის რომის ქუჩებში, ეხუტება შენობებს, მუშაობს საკონდიტროში და ამზადებს ჯადოსნურ, ვარსკვლავებისმტვრიან ტირამისუს, რომელიც ადამიანებს სიხარულით ავსებს. სტელას მეგობრებიც უცნაური, თბილი და ზღაპრული ჰყავს: ცირკიდან გამოპარული სპილუკა, ბიჭუნა ლუკა, რომელიც სამყაროს მხოლოდ მწვანედ ხედავს და თევზებთან მეგობრობს, და ბავშვობიდან განუყრელი სებასტიანი…\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„სტელა“ არის ამბავი სიყვარულზე, სიკეთეზე, მადლიერებასა და იმ უბრალო ბედნიერებაზე, რომელსაც ყოველდღიურ წვრილმანებში, ღიმილსა და სხვისთვის გაწვდილ ხელში ვპოულობთ. წიგნი როგორც პატარებს, ისე დიდებს შეახსენებს, რომ ოცნებები აუცილებლად ახდება და რომ ცხოვრება ყველაზე ლამაზი ზღაპარია.\u003c\/p\u003e","brand":"ნუკა გაგუა","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809515716861,"sku":"PL-6462","price":24.7,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/stela-cover-01_391b480ad3447277ebf8dc2ace861ddb.png?v=1793823826","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/stela","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}