ცხოვრება ჩოგბურთის წესებით

თინათინ ბერიძე

მარაგშია

როგორც ჩოგბურთში, ცხოვრებაშიც ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, თუმცა მიზანი, ოცნება და სიყვარული ის „წესებია“, რომლებიც ორივეს უხდება და სჭირდება.

„ცხოვრება ჩოგბურთის წესებით“ მოულოდენელი, იდუმალი შეხვედრით დაწყებული ამბის გაგრძელებაა: ცამეტწლიანი გაურკვეველი მოლოდინის შემდეგ ერეკლე „ჩაწოდების უფლებას“ იღებს და...

ჩოგბურთის კორტზე არიან თეკლა და ლალე — გოგონები დიდი მიზნებით, ოცნებებით...

ცხოვრების კორტზე არიან ერეკლე, დემეტრე, ელენე და მაკა... აქვეა სიყვარული, შიში, ეჭვი, ტკივილი, განსაცდელი, იმედი... აქ სურვილებს შორის ბრძოლა და დაპირისპირებაა...

აქ აღმოჩენაცაა: ყოველი დღე სიცოცხლის გაგრძელების შანსია, რომ ცხოვრების მთავარი ბრძოლა სწორედ ამ შანსის მოპოვება და...

წასაგებად განწირული მატჩის შემოტრიალებაა!

დეტალები

ავტორი:
თინათინ ბერიძე
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
გახდი ბესტსელერის ავტორი
ISBN:
9789941357428
გვერდები:
320
წიგნის ფორმატი:
130/197
გამოშვების წელი:
2023

თინათინ ბერიძე

ქართველი მწერალი, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“-ის გამარჯვებულია