ვიმეცადინოთ არდადეგებზე - IIკლასი
მარაგშია
წიგნი „ვიმეცადინოთ არდადეგებზე“ ბავშვებს II კლასში შეძენილი ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარება. „ვიმეცადინოთ არდადეგებზე“ სავარჯიშოებითა და ფერადი ილუსტრაციებით მდიდარი გამოცემაა. ის მოიცავს: მშობლიური ენის, მათემატიკის, ბუნების, ქცევის წესების, ხელოვნების, მუსიკის შესახებ შედგენილ სავარჯიშოებს, თამაშებსა და დავალებებს, ასევე, კვებასთან, ჯანმრთელობასთან, მოძრაობის წესებთან, გართობასა და თამაშთან დაკავშირებულ აქტივობებს. სავარჯიშოები იმგვარად არის შედგენილი, რომ ხელი შეუწყოს ამ ასაკისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების განვითარებას. პატარებს უთუოდ გაუადვილდებათ სახალისო სავარჯიშოებზე მუშაობა. წიგნი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად არის შედგენილი.
დეტალები
- ავტორი:
- ნათელა ყანჩაშვილი; თამარ ყანჩაშვილი
- ჟანრი:
- სასწავლო
- სერია:
- მოემზადე სკოლისთვის
- ISBN:
- 9789941355448
- ყდის ტიპი:
- რბილი
- გვერდები:
- 100
- წიგნის ფორმატი:
- 20.5x29
- გამოშვების წელი:
- 2020
ვიმეცადინოთ არდადეგებზე - IIკლასი
19 ₾
შეკვეთა